loader

რა ხდებოდა სასამართლოს ეზოში გიგი უგულავას დაპატიმრებამდე - ემოციური გამომშვიდობება ოჯახთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა სასამართლოს ეზოში გიგი უგულავას დაპატიმრებამდე - ემოციური გამომშვიდობება ოჯახთან

განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლოს ეზოში საკუთარ მხარდამჭერებს დაემშვიდობა, სიმშვიდისა და გამძლეობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ 2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაამარცხებენ.

დამშვიდობების დროს გიგი უგულავას გვერდზე მისი ოჯახის წევრები, ასევე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. დამშვიდობების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს, საიდანაც მას ბადრაგი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანს.

რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა. გიგი უგულავას 4 წელი და 6 თვე "თბილსერვისის" საქმეზე შეეფარდა.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი ღუდუშაური

Watch the English version on Georgian Journal:

Back to the prison after several hours - Former Tbilisi Mayor's emotional farewell to his family


იხილეთ ასევე: გიგი უგულავამ შვილებს და მეუღლეს სასამართლოს შენობიდან გული უჩვენა

ახლა დასასვენებლად მივდივარ - გიგი უგულავას პირველი კომენტარი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა - როგორ შეხვდა ის განაჩენს

"სამ კვადრატულ მეტრში უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე იმ დიდ შუშის სასახლეში" - გიგი უგულავას გამოსვლა დაპატიმრებამდე