loader

"ჩვენ გმირულად დავიღუპებით" - თინა ხიდაშელი BBC-ის ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ გმირულად დავიღუპებით" - თინა ხიდაშელი BBC-ის ეთერში

BBC-ის ეთერში, გადაცემა HARDTALK-ის შეკითხვას, ხომ არ არ არის შესაძლებელი განმეორდეს 2008 წლის საომარი მოქმედებები, მაშინ როდესაც რუსეთმა ფაქტობრივად გადმოიტანა საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა: "თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი მსოფლიო ვეღარ დაიცავს საერთაშორისო მშვიდობას, თუკი ნატო განაცხადებს, რომ სწორედ აქ მთავრდება თავისუფლება - მაშინ დიახ, ეს განმეორდება."

ხიდაშელმა ასვე დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან და აპატიმრებენ იმ მოტივით, რომ მათ საზღვარი უკანონოდ დაარღვიეს. გაოცებული წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს "იტაცებენ", თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: "დიახ, მათ იტაცებენ. ჩვეულებრივ ადამიანებს, გლეხებს, რომლებიც სოკოს დასაკრეფად დადიან ტყეში და ათავისუფლებენ 24 ან 48 სათის შემდეგ, როცა მათ მიერ დაწესებულ გადასახადს გადაიხდიან".

წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდება თუ ომი იქამდე დაიწყება, სანამ საქართველო ნატოში შევა: "ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სულ ეს არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია".