loader

დიღმის მასივში მოსახლეობამ აქცია გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიღმის მასივში მოსახლეობამ აქცია გამართა

თბილისში, დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში, ე.წ. "მწვანე სკოლის" უკან "დემოკრატიის ინსტიტუტისა" და საყდრისის დაცვის კომიტეტის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობის აქცია გაიმართა. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ თბილისის მერიამ უარი თქვას აღნიშნული სკოლის ინტენსიურად გამწვანებული ბაღის გაჩეხვის ხარჯზე სამშენებლო ნებართვის გაცემაზე.

"დემოკრატიის ინსტიტუტის" თავმჯდომარის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ სკოლის ტერიტორიის უკანა მხარე, რომელზეც არის გაშენებული უნიკალური ნაძვის ჯიშები, გაიჩეხოს და აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსი. მოსახლეობის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე სკოლის დირექციას გადაწყვეტილი აქვს, რომ გაყიდოს სკოლის უკანა მხარე და გაიჩეხოს ხეები. მათ როგორც თქვეს, უკვე დაწყებული აქვთ შესაბამისი სამუშაოები. უკვე მოძებნილია ინვესტორი "არტ ჰაუსის" სახით და ნებართვის გაცემაზე დაწყებულია სამუშაოები.