loader

მართლა გაჩეხა თუ არა კახელმა მევენახემ ვაზი და ვისი იყო ვენახი, რომელიც აჩვენეს? - გუბერნატორის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართლა გაჩეხა თუ არა კახელმა მევენახემ ვაზი და ვისი იყო ვენახი, რომელიც აჩვენეს? - გუბერნატორის კომენტარი

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებს.

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, გელა გრიშენკოს აქვს 75 მეასედი ვაზი და მან ტელევიზიებთან საკეკლუცოდ მხოლოდ 20 ძირი ვაზი მოჭრა.

მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი იყო, არ ეკუთვნოდა გელა გრიშენკოს, არამედ "დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

იხილეთ ასევე: კარდენახელმა მევენახემ ვაზი გაჩეხა: "ამ ფაშისტების ხელში მირჩევნია ამოვყარო"