loader

ემოციური კადრები: ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს რუსთავში ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს რუსთავში ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი - რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს მშობლიურ ქალაქში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. თანაქალაქელებმა და სამხედროებმა რუსთავის შესასვლელიდან მის საცხოვრებელ სახლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაცით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი სამშობლოში დღეს ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით გადმოასვენეს. დაღუპული ჯარისკაცი აეროპორტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტმა მოტოციკლებითა და პატრულის ავტომანქანებით გააცილა.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცი საკუთარ სახლში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და შეიარაღებული ძალების მაღაჩინოსნებმა მიაცილეს.

იხილეთ ასევე: ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს