loader

"მრავალჟამიერი" კახი კავსაძისა და "შავნაბადასგან" და აღფრთოვანებული რალფ ფაინსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მრავალჟამიერი" კახი კავსაძისა და "შავნაბადასგან" და აღფრთოვანებული რალფ ფაინსი

ჰოლივუდის ვარსკვლავი რალფ ფაინსი საქართველოში ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილი მსახიობი თბილისში მარჯანიშვილის თეატრს ეწვია და ქართველი მსახობების რეპეტიციასაც დაესწრო. მან დასს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა მიულოცა.

საღამო ტრადიციული ქართული სუფრით დასრულდა, რომელიც რეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიჰყავდა. ჰოლივუდის ვარსკვლავის პატივსაცემად ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ, ანსამბლ "შავნაბადას" წევრებთან ერთად, "მრავალჟამიერი" შეასრულა. რალფ ფაინსი მათი სიმღერით აღფრთოვანებული დარჩა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რალფ ფაინსი ცნობილია თავისი როლებით ფილმებიდან:"შინდლერის სია", "მკითხველი", "ინგლისელი პაციენტი", "დიდი ბუდაპეშტის სასტუმრო" და მრავალი სხვა.

View the English version on Georgian Journal:

“Mravaljamieri” for Ralph Fiennes - Performed by famous Georgian actor and singers in Tbilisi