loader

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი "გმირთა სავანეზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი "გმირთა სავანეზე"

დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, გვიან ღამით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე - "გმირთა სავანე" თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში მონაწილე იმ სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებიც დღემდე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.