loader

"დილა წიგნებისა" - კაზუოს "დაფლული გოლიათი"; ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"; კეკელიძის "საყურე"; ტრეისის "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - კაზუოს "დაფლული გოლიათი"; ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"; კეკელიძის "საყურე"; ტრეისის "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი"

ყოველ ორშაბათს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, 08:45 საათზე, რუბრიკით "დილა წიგნებისა", მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს აცნობენ.

"პალიტრა L"-ის წლის ბესტსელერის სერიის მორიგი გამოცემა - იშიგურო კაზუოს "დაფლული გოლიათი". ეს არის მარტივად საკითხავი და ძნელად დასავიწყებელი ლიტერატურა. დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა გიორგი კეკელიძის დეტექტივების მორიგი წიგნი "საყურე".

Playlist და გამოძიება - ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ დააკავშირა მიშელ ფალკოფმა თავის წიგნში "Playlist-ის საიდუმლო", რომელიც სემისა და მისი გარდაცვლილი მეგობრის ამბავს მოგითხრობთ. სემი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებას სწორედ მის მიერ დატოვილი Playlist-ის მიხედვით იძიებს.