loader

ფშავში მომხდარი ორი მწყემსის მკვლელობა გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფშავში მომხდარი ორი მწყემსის მკვლელობა გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გარდაცვლილი პირები ადგილობრივი მწყემსები აღმოჩნდნენ.