loader

"ნიკორა" "ნუგეშის" ქსელის მფლობელი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკორა" "ნუგეშის" ქსელის მფლობელი გახდა

"ნუგეშის" ქსელი "ნიკორას" მფლობელობაში გადავიდა. სააქციო საზოგადოება "ნიკორას" შვილობილი კომპანია "ნიკორა ტრეიდი" "ნუგეშის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამასთან დაკავშირებით დღეს "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ და "ნიკორა ტრეიდის" მარკეტინგის დირექტორმა გვანცა ცოგოშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" პრესკონფერენცია გამართეს.

დავით ურუშაძის ინფორმაციით, "ნუგეშის" ქსელისთვის დამახასიათებელი დაბალი ფასები შენარჩუნებული იქნება, დასაქმებული პერსონალი კი მუშაობას ჩვეულებისამებრ განაგრძობს. "ნიკორას" კომპანია 500-ზე მეტი საკუთარი წარმოების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 4000-ს აღწევს. უშუალოდ "ნიკორა ტრეიდი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით - 203 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. აქედან 63 "ნუგეშის" ჯიხური, 24 კი "ნუგეშის" სუპერმარკეტია.