loader

სპეცოპერაცია ვაჟა-ფშაველაზე: 29 წლის მამაკაცს ჩხრეკისას იარაღი და ვაზნები უპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია ვაჟა-ფშაველაზე: 29 წლის მამაკაცს ჩხრეკისას იარაღი და ვაზნები უპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ფეიქრიშვილი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "ნაგანის" ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ფეიქრიშვილი უკანონოდ დააკავეს და მას იარაღი ჩაუდეს. "ჩემს მეუღლეს იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს. ჩემი მეუღლე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ დააკავა, დაკავებაში უშუალოდ მონაწილობდა ივანე პაპიაშვილი, რომელიც მანამდე გიორგის დაკავებით ემუქრებოდა და აიძულებდა საქართველო დაეტოვებინა" - ამბობს ambebi.ge-ს დაკავებულის მეუღლე.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე