loader

"რადგან ქრისტიანები ხართ, მალე ღმერთს იხილავთ" - 26 წლის თავდამსხმელმა ამერიკულ კოლეჯში 10 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რადგან ქრისტიანები ხართ, მალე ღმერთს იხილავთ" - 26 წლის თავდამსხმელმა ამერიკულ კოლეჯში 10 ადამიანი მოკლა

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ერთ-ერთ კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

როგორც ერთ-ერთმა დაჭრილმა სტუდენტმა მამას უამბო, ბოროტმოქმედი სასწავლო ოთახში შეიჭრა, ლექტორი მოკლა და ქრისტიან მოსწავლეებს უბრძანა, ფეხზე ამდგარიყვნენ. შემდეგ კი, როცა სტუდენტები ადგნენ, მათ მიმართა: "ძალიან კარგი, რადგან თქვენ ქრისტიანები ხართ, მალე ღმერთს იხილავთ" - ამ სიტყვებზე მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 წლის კრის ჰარპერ მერსერი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე მოკლეს.