loader

ავარია ვაჟა-ფშაველაზე: მანქანა გაჩერებულ სამ ავტომობილს დაეჯახა და ამოტრიალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ვაჟა-ფშაველაზე: მანქანა გაჩერებულ სამ ავტომობილს დაეჯახა და ამოტრიალდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ნისანის" მარკის ავტომობილი ქუჩის მარცხენა მხარეს გაჩერებულ ჯერ ორ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ მესამე ავტომობილს და ამოტრიალდა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები. ავარიის გამო ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავალი ნაწილი გადაიკეტა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი