loader

რუსთავში მცხოვრებ ოჯახში ხატებს მირონი სდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მცხოვრებ ოჯახში ხატებს მირონი სდის

ფეისბუქზე მსახიობმა დავით გიორგობიანმა განათავსა ვიდეო, რომელზეც რუსთავში მართლმადიდებელ ქრისტიანთა ოჯახში მირონმდენი ხატებია ასახული. გიორგობიანის ინფორმაციით, დიდი ოდენობის კეთილსურნელოვანი საკურნებელი მირონი თითქმის ყველა ხატიდან მოედინება.

"მირონის დენა მამა გაბრიელის საყვარელი ხატიდან, ივერიის ღვთისმშობლის ხატიდან დაიწყო შვიდი თვის წინ, შემდეგ კი დანარჩენ ხატებზეც გადავიდა მადლი. ამას მთელი საქართველო უნდა მოექცია რწმენაზე, კეთისურნელება მოდის, ეპისკოპოსისგან ნაკურთხია. სადღა არიან ქართველები მაშინ, კიდევ რუსეთის ბრალია ჩვენი უბედურება?! ჩვენი აღარაფერი ბრალია სარწმუნეობრივად?! იქნებ სულ აღარ ვართ მორწმუნენი და ღმერთი გვსჯის ჩვენ ცოდვათა გამო?! ასეთ კადრებს მე წლების წინ ვხედავდი რუსეთში, ახლა ღვთისმშობელმა ინება, დედა საქართველო გამოაფხიზლოს" - ამბობს ვიდეოჩანაწერში დავით გიორგობიანი.