loader

ჭაჭის კოქტეილი და ღვინის აღლუმი - ქართული ღვინის დღესასწაული ვარდების მოედანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭაჭის კოქტეილი და ღვინის აღლუმი - ქართული ღვინის დღესასწაული ვარდების მოედანზე

ვარდების მოედანზე ქართული ღვინის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართება. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია. ვარდების მოედანზე ასევე იმართება ღვინის აღლუმი, სადაც ქართული ვაზის 525 ჯიშის მოხატულ მაისურებში ჩაცმული მოხალისეების მსვლელობა მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურული ტრადიციული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც იმართება.

გამოფენა პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. ღარიბაშვილმა ვარდების მოედანი თბილისის მერთან, დავით ნარმანიასა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი შეყილაძე