loader

რატომ აკავებენ უდანაშაულოებს? - რა კადრებს ავრცელებენ მანჩო გიორგობიანი და ირაკლი კაკაბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აკავებენ უდანაშაულოებს? - რა კადრებს ავრცელებენ მანჩო გიორგობიანი და ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე და მანჩო გიორგობიანი ხელისუფლების პირველ პირებსა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართავენ, თუ რატომ არის პოლიცია დაკავებული უდანაშაულო პირების დაკავებით. უფლებადამცველმა და საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ მოქალაქე პავლე გოცირიძის საქმეზე პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მანჩო გიორგობიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პავლე გოცირიძე სამართალდამცველებმა იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს.

გიორგობიანის თქმით, გოცირიძე უდანაშაულოა და ამას ამტკიცებს მაღაზიის ვიდეოკამერები, რომლებიც გოცირიძის დაკავების ადგილიდან ამოიღეს მისმა ახლობლებმა. მანჩო გიორგობიანის თქმით, პავლე გოცირიძის საქმეში ყოფილი ხელისუფლების დროს მოქმედი შსს-ს თანამშრომლები: ბუხარაშვილი, ბესელია და კასრაძე ფიგურირებენ.

ირაკლი კაკაბაძის შეფასებით, უდანაშაულო პირების დაკავებით, პოლიცია გენოციდს ახორციელებს, რაც შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხორციელდება.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი