loader

მთავრობის გადაყენების მოთხოვნა და "მიშა, მიშა"-ს ძახილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის გადაყენების მოთხოვნა და "მიშა, მიშა"-ს ძახილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.

როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მიმართეს.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიგა ხურცილავა