loader

ძლიერმა წვიმამ ქობულეთი დატბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთი დატბორა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. როგორც ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განაცხადა, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები დატბორა.

ამასთან, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მაშველები ქობულეთში დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ წვიმის გადაღებისთანავე შესაბამისი სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს დაიწყებენ.

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა.