loader

პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა.

ქორიძის განმარტებით, შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

ამასთან, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.