loader

"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე უხუცესი, რომელიც გინესის რეკორდსმენია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე უხუცესი, რომელიც გინესის რეკორდსმენია

9 წელია მის გარშემო სიბნელეა... კითხვა აღარ შეუძლია, თუმცა მისი ზეპირი მეხსიერება იმდენად დიდია, რომ ადრე დამახსოვრებულს ახლა იხსენებს და დრო ასე გაჰყავს - შოთა ხოდაშნელი, საქართველოში ერთ-ერთი უხუცესია, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის.

პირველად "ვეფხისტყაოსანი" 8 წლის ასაკში გადაშალა. 1 წლის შემდეგ კი შოთა რუსთაველის გენიალურ ნაწარმოებს 12 საათის განმავლობაში, ზეპირად უშეცდომოდ ყვებოდა. უნიკალური მეხსიერების წყალობით 12 სტროფს ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა.

შოთა ხოდაშნელს უნიკალური ნიჭი დაუფასეს - 1983 წელს ქართველმა პოეტმა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა. შოთა ხოდაშნელი 77 წლის ასაკში 209 წიგნის ავტორია. უსინათლო პოეტი ამჟამად მარტო ცხოვრობს და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.