loader

"დილა წიგნებისა" - დაშნერის "სიკვდილით განკურნება"; ბეგბედერის "მიშველე, ბოდიში"; ჰოკინსის "გოგონა მატარებელში"; სვეტიცხოვლის 3D მოდელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - დაშნერის "სიკვდილით განკურნება"; ბეგბედერის "მიშველე, ბოდიში"; ჰოკინსის "გოგონა მატარებელში"; სვეტიცხოვლის 3D მოდელი

ყოველ ორშაბათს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, 08:45 საათზე, რუბრიკით "დილა წიგნებისა", მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს აცნობენ.

ჯეიმს დაშნერის "სიკვდილით განკურნება" უკვე გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. უცნაური და შემაშინებელი - სიკვდილისგან განკურნების სპეციალური მეთოდი დაშნერისგან, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ჯეიმს დაშნერის საგის პირველი ორი წიგნი: "ლაბირინთში მორბენალი" და "ცეცხლით გამოცდა" უკვე იხილეთ.

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ავტორის, ფრედერიკ ბეგბედერის მორიგი რომანი "მიშველე, ბოდიში", რომელიც 18 წლამდე მოზარდებისთვის არ არის რეკომენდებული.

ნომერ პირველი ბესტსელერი - პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნი "გოგონა მატარებელში". თქვენ მას არ იცნობთ, ის კი შესანიშნავად გიცნობთ. თქვენ უნდა მოაკითხოთ გოგონას მატარებელში, შემოატრიალოთ და გაიცნოთ, რადგან მასთან დიალოგი თქვენი სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი.

ააშენეთ ტაძარი თქვენი ხელით - სვეტიცხოვლის 3D მოდელის შეძენის შესაძლებლობას "პალიტრა L"-ი წელსაც გაძლევთ, სპეციალურ ფასად, მხოლოდ 31 ოქტომბრამდე. ქართული ეკლ­ესიის უმთავრესი ტაძრის ე.წ. პაზლი 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ 3D ფორმატში სვეტიც­ხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ.