loader

როგორ გამოიყურება სოხუმის "დიდების პარკი", რომელიც ომში დაღუპულ "აფხაზ გმირებს" ეძღვნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სოხუმის "დიდების პარკი", რომელიც ომში დაღუპულ "აფხაზ გმირებს" ეძღვნება

აფხაზეთის ცენტრში, მშვიდობის პროსპექტსა და ნესტორ ლაკობას ქუჩას შორის, "დიდების პარკი" მდებარეობს. აფხაზური ტურისტული საიტის, abhaztur.com-ის გვერდზე პარკის შესახებ ასეთ ინფორმაციას ამოიკითხავთ: "ეს ადგილი აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრებთათვის გლოვისა და სიამაყის ადგილია, რადგან ეძღვნება გმირებს, რომლებიც 1992-1993 წლებში ქართველ ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ".

პარკის ცენტრში მონუმენტი დგას - მიწაში ჩარჭობილი ხმალი, რაც ბრძოლის დამთავრებაზე მიუთითებს და ახსენებს ყველას: "ვინც ხმლით მოვა, ხმლით დაიღუპება". ქანდაკების ავტორი აფხაზი მოქანდაკე ამირან ადლეიბაა.