loader

რა "ვაჟკაცურ ნაბიჯს" უწონებს ლევან ვასაძე სოსო ჯაჭვლიანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა "ვაჟკაცურ ნაბიჯს" უწონებს ლევან ვასაძე სოსო ჯაჭვლიანს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების შესახებ მიესალმება. როგორც ლევან ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის წინწასვლის მცდელობა. ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის "გენდერული იდენტობა" და მე ამის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მას. მე მომეწონა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.