loader

რა საჩუქრები გამოუგზავნა სვანიძის ქუჩის ბინადრებს ნიუ-იორკის ქართული ეკლესიის მრევლმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საჩუქრები გამოუგზავნა სვანიძის ქუჩის ბინადრებს ნიუ-იორკის ქართული ეკლესიის მრევლმა

სტიქიის შედეგად დაზარალებულ სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. სვანიძის ქუჩაზე შემოწირულობები დღეს ნიუ-იორკის ქართული ეკლესიის, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე თანდილაშვილმა მიიტანა. ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის მრევლმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებისათვის 7 400 დოლარი შეაგროვა. ჰუმანიტარულ ტვირთს სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები დახვდნენ და დეკანოზ ალექსანდრესა და ნიუ-იორკის ქართული ეკლესიის მრევლს მადლობა გადაუხადეს.

სვანიძის #19-ში მცხოვრები ნინო შონიას თქმით, ოთხი თვის განმავლობაში ეს პირველი დახმარებაა, რომელიც მან სტიქიის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, იგი მეოთხე თვეა შვილთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე ქირით ცხოვრობს.