loader

როგორ აღნიშნა თბილისმა "თბილისობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღნიშნა თბილისმა "თბილისობა"

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე, მეტეხის ხიდზე, აბანოთუბანში და ერეკლეს მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

რიყეზე, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, გამოიფინა სხვადასხვა კოოპერატივების მიერ დამზადებული პროდუქცია. ასევე, მოეწყო სხვადასხვა კომპანიების კუთხეები, სადაც მათი პროდუქცია იყო წარმოდგენილი - ხორცპროდუქტები, სასმელი წყალი, ხელნაკეთი ნივთები. რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებებიც გაიმართა.

ძველი თბილისის ტერიტორიაზე მოეწყო სამი მთავარი სცენა, სადაც ორი დღის მანძილზე ელექტრონული მუსიკის და ტრადიციული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტები გაიმართება.

სიუჟეტში გამოყენებულია მუსიკა 33ა-ს კომპოზიციიდან "საფერავი"

ავტორები: ეკა მელიქიძე; გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ: დავით ნარმანია ოჯახთან ერთად "თბილისობის" დღესასწაულზე