loader

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მოქალაქეები საპროტესტო აქციას პარტიის ოფისთან მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრა, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, რამდენიმე პირი ოფისში შეიჭრა, თუმცა მათ პოლიციამ ოფისი მალევე დაატოვებინა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უნდა შეწყდეს "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობა საზოგადოებაზე. აქციის მონაწილეების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, არ უნდა არსებობდეს.

ავტორი: ირაკლი აკობია