loader

ჯარისკაცები დაბრუნდნენ: ემოციური შეხვედრა მონატრებულ ოჯახებთან ალექსეევკის აეროდრომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცები დაბრუნდნენ: ემოციური შეხვედრა მონატრებულ ოჯახებთან ალექსეევკის აეროდრომზე

19 ოქტომბერს ავღანეთიდან IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა. დახვედრის ცერემონიალი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი რიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.