loader

"მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ ბოთლი მათი სიმბოლო იყო" - ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ ბოთლი მათი სიმბოლო იყო" - ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე "თავისუფალი თაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. "თავისუფალი თაობის" აქტივისტებმა ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. ერთ-ერთი მცდელობის დროს "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთმა წევრმა ჯემალ დუაძემ ოფისის მიმართულებით ბოთლები ისროლა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჯემალ დუაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია, თუმცა ისინი აპირებდნენ მშვიდობიანად ოფისში შესვლას და სიმბოლურად ბოთლების შეტანას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ჯემალ დუაძის დაკავების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სიტუაცია განიმუხტა.

ასევე იხილეთ:

"ბედუკაძეს მიუტანე ეგ ბოთლი" - დაპირისპირება ბათუმში "თავისუფალ თაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის