loader

"კურიერის" სპეციალური გამოშვება - ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კურიერის" სპეციალური გამოშვება - ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს

"რუსთავი 2"-ზე 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკრანზე "კურიერის" ცარიელი სტუდია გამოჩნდა. მორბენალ წარწერაში მითითებული იყო ტექსტი: "რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ "კურიერის" სპეციალურ გამოშვებას". 6-საათიანი საინფორმაციო ეთერში არ გავიდა. რამდენიმე წუთში არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სტუდიაში შეკრებილ საზოგადოებასა და ტელემაყურებელს საგანგებო განცხადებით მიმართა:

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს. ჩემს მიმართ იყო მოთხოვნა გავწეულიყავი, რაზეც მე, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადე. ამის საპასუხოდ მითხრეს, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობს აქ. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზეა გადაღებული კონკრეტული ურთიერთობები და რომ მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული საზოგადოების და კოლეგების თვალში. დღეს სასწორზე დევს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე "რუსთავი 2"-ის თავისუფლება, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის მომავალი", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში გავიდა.

ასევე იხილეთ: "კურიერი" სპეციალურ გამოშვებას აანონსებს - 6-საათიანი საინფორმაციო ეთერში არ გავიდა