loader

"სააკაშვილის მეთოდებით" რომ ვმოქმედებდეთ, ამ ხალხს ყველაფრის უფლება წაერთმეოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილის მეთოდებით" რომ ვმოქმედებდეთ, ამ ხალხს ყველაფრის უფლება წაერთმეოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ფარული მიყურადება და უკანონო ჩაწერები აღარ ხორციელდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ბოლო დღეებში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება წინა მთავრობის მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, მთავრობის მეთაურის თქმით, გასარკვევია, ხომ არ არის ის "მორიგი დადგმული სპექტაკლი". პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "სააკაშვილის მეთოდებით" მოქმედება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის.