loader

დაპირისპირება თბილისის ცენტრში: გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში: გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს

დაპირისპირება მოხდა ბიზნესმენ გიორგი კოდუასა და ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს შორის.

ინციდენტი თბილისის ცენტრში "პირიმზეს" შენობასთან მოხდა, სადაც კოდუას ოფისი მდებარეობს. კოდუა აქციის მონაწილეებთან გამოვიდა და მოუწოდა, შეეწყვიტათ კვერცხების სროლა და შენობის განზრახ დაზიანება, თუმცა, ამის შემდეგ კვერცხები გიორგი კოდუასაც ესროლეს.

როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეები "თავისუფალი ზონის" ოფისს ეძებდნენ და ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მათ "პირიმზის" შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავებით წარწერები გაუკეთეს.

აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეები და პირიმზის შენობაში არსებული სხვადასხვა კომერციული ფართების მეპატრონეებიც დაუპირისპირდნენ.