loader

17 მაისის საქმეზე ბრალდებულები, მათ შორის, სასულიერო პირი, სასამართლომ გაამართლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 მაისის საქმეზე ბრალდებულები, მათ შორის, სასულიერო პირი, სასამართლომ გაამართლა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. მანიფესტაციის ხელის შეშლის ბრალდებით, თავდაპირველად ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე სამართალწარმოება შეწყდა. სასამართლო ოთხი პირის ბრალდების საქმეს განიხილავდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ოთხივე ბრალდებული სრულად გაამართლა, მუხლი კი, რომლითაც 17 მაისის საქმეზე ბრალდებულებს ედავებოდნენ, ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა განაცხადა, სასამართლოში წარდგენილი ყველა მასალა შესწავლილ იქნა და მისი შესწავლის ეტაპზე დაცვის მხარე დარწმუნებული იყო, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. რაც შეეხებათ დაზარალებულებს, მათი ინტერესების დამცველის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლის, ციალა რატიანის თქმით, მოსამართლე აპელირებდა, რომ დაზარალებულებს კონკრეტულ ბრალდებულებზე არ მიუთითებიათ. დაზარალებული მხარე მომხდარს "სამწუხარო და ძალიან საშიშ ფაქტს" უწოდებს.