loader

ულამაზესი წყვილი, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა, ერთმანეთს დაშორდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულამაზესი წყვილი, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა, ერთმანეთს დაშორდა

ფეხბურთელის და მოდელის ულამაზესი წყვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა, ერთმანეთს დაშორდა. ლაშა კალანდაძის და მარიამ ხორგუაშვილის დაშორების შესახებ თბილისში ბოლო დღეებია ალაპარაკდნენ. ულამაზესი წყვილი რამდენიმე თვის წინ პატარა დემეტრეს მშობლები გახდნენ.

ლაშა ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი გახლდათ, მარიამი - "იმიჯ ცენტრის" მოდელი. მარიამმა სამოდელო კარიერაზე უარი ოჯახის შექმნის შემდეგ თქვა. ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში მათ "ფეისბუქის" გვერდი გააუქმეს და საერთო პროფილით სარგებლობდნენ. დაშორების შემდეგ ლაშამ სოციალურ ქსელში ახალი ანგარიში შექმნა, სადაც მხოლოდ პატარა დემეტრეს რამდენიმე ფოტო უდევს. ლაშა კალანდაძე გუნდიდანაც გაუშვეს, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ფეხბურთელს შემდეგი შინაარსის პოსტს უწერს: "როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცუდი პალასა, იცით ვინმემ?" სავარაუდოდ, ცუდად ყოფნის მიზეზი კლუბის გარეშე დარჩენა და დანგრეული ოჯახია.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე