ღარიბაშვილი: "მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, რომ ქართველი კაცი გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის"
სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.
როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საშინელი, სასტიკი კადრები იმის დამადასტურებელი, "თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს ეს ავადმყოფი ადამიანები". "უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, თუ არ ვთქვით - არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინ იყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და მთელი "ნაციონალური მოძრაობის". "ეს ადამიანები საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.