loader

2-საათიანი დაკითხვის შემდეგ გიგა ბოკერიამ "მოდულის" შენობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2-საათიანი დაკითხვის შემდეგ გიგა ბოკერიამ "მოდულის" შენობა დატოვა

დაახლოებით ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. როგორც ბოკერიამ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, შეკითხვები მას "სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პორტალებზე გამოქვეყნებული მასალის ირგვლივ დაუსვეს".

"საუბარი იყო იმ სისულელეზე, რაც ვიხილეთ სოციალურ ქსელებში და რაც თვითონ დაადასტურეს ბრიფინგზე. ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული პორტალების მეშვეობით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლონდონში გაემგზავრება და აუცილებლად დაბრუნდება. როგორც ცნობილია ბოკერია ლონდონში სამდღიანი საქმიანი ვიზიტით ამაღამ მიდის.

იხილეთ: გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის კოცნა "მოდულში" დაკითხვაზე შესვლამდე