loader

"მოიმარჯვეთ ხინკალმჭერი, ნეტარება მაშინ გელით" - გამოგონება, რომელიც ქართველებს "პრობლემას" გადაუჭრის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოიმარჯვეთ ხინკალმჭერი, ნეტარება მაშინ გელით" - გამოგონება, რომელიც ქართველებს "პრობლემას" გადაუჭრის

"წვალებაა ხინკლის ჭამა, გინდა ჩანგლით, გინდა ხელით; მოიმარჯვეთ ხინკალმჭერი, ნეტარება მაშინ გელით" - ამ უცნაურ განცხადებას ცოტა ხნის წინ "სიტყვა და საქმეში" წავაწყდით, დრო არ დაგვიკარგავს და უჩვეულო გამოგონების ავტორს დავუკავშირდით. 64 წლის გიორგი თბილისელი პროფესიით ისტორიკოსია. ამბობს, რომ ბავშვობიდან კონსტრუქციების გამოგონება იზიდავდა, თუმცა მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა.

როგორც გამომგონებელი გვეუბნება, ინვენტარის მთავარი ატრიბუტი ფიქსატორია, რომელიც კრავს ხინკალმჭერს, რომ კარგად ჩამაგრდეს ხინკლის "კუჭი". ასე რომ, თუ სუფრაზე დანა-ჩანგლის ნაცვლად მალე ამგვარ ხელსაწყოს მოგიტანენ, არ დაიბნეთ, ეს ქართული ნაციონალური კერძის - ხინკლის დამჭერია...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად