loader

პოლიციელმა უდანაშაულო თინეიჯერი საკუთარ მანქანაში მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა უდანაშაულო თინეიჯერი საკუთარ მანქანაში მოკლა

პოლიციის მანქანაზე დამაგრებულმა რეგისტრატორმა გადაიღო, როგორ მოკლა სამხრეთ კაროლინაში პოლიციელმა 19 წლის ზაქარი ჰამონდო, რომელიც საკუთარი მანქანით გაქცევას ცდილობდა. შემთხვევა ივლისში მოხდა, თუმცა სასამართლომ ახლახან გამოიტანა განაჩენი საქმეზე და საქმეში არსებული ვიდეორეგისტრატორის კადრებიც ხელმისაწვდომი გახდა.

27 ოქტომბერს სასამართლომ ლეიტენანტი მარკ ტილერი, რომელმაც ახალგაზრდა მოკლა, პასუხისგებაში არ მისცა. ტრაგედიის მიზეზი ზაქარის თანმხლები გოგონა - 23 ტორი მონტონი გახდა, რომელთანაც ბიჭი პირველ პაემანზე იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, გოგონას პოლიცია დასდევდა, რადგან ის ნარკოვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი. როცა პოლიციამ კაფესთან პარკირებულ მანქანას მიაკვლია და მძღოლსა და მგზავრს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, ზაქარიმ ავტომობილი დაძრა. სწორედ ამ დროს პოლიციელმა მას ორჯერ ესროლა.