loader

ოქროყანაში გამხმარი ხეების მოჭრა დაიწყო - საშეშე მასალა სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქროყანაში გამხმარი ხეების მოჭრა დაიწყო - საშეშე მასალა სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ

მთაწმინდის ფერდობზე, სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ათასამდე გამხმარი შავი ფიჭვის ჭრის პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე წინასწარ მონიშნულ, დაავადებულ და გამხმარ ხეებს ჭრიან. სამუშაოები დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა დაათვალიერა. გიორგობიანის თქმით, დაავადებული და გამხმარი შავი ფიჭვის ჭრის პროცესი წელს ზაფხულში დაიწყო და კუს ტბასთან 2000 ხე მოიჭრა. კუს ტბაზე ახალი ნერგების დარგვის პროცესი შემოდგომაზე დაიწყება. მისივე თქმით, მთაწმინდის ფერდობზე 10 ათასი ხის მოჭრის შემდეგ ასევე მოხდება ახალი ნერგების დარგვა.

მოჭრილი საშეშე მასალა კი სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ. გიორგობიანის თქმით, მოჭრილი ხეები ქართული მუხის, აკაკის, კედრის, კვიპაროსის, ნეკერჩხლის და იფნის ხის ნერგებით ჩანაცვლდება.