loader

პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საქართველოში "მისის" ტიტულისთვის იბრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საქართველოში "მისის" ტიტულისთვის იბრძვის

სილამაზის კონკურსი Golden Brand საქართველოში წელს პირველად ტარდება. "მის და მისტერ გოლდენ ბრენდის" მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი - ნატალია მაჭარაშვილია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში ტრანსგენდერი მონაწილეობს. ნატალიას კონკურსში დარეგისტრირებას და ნახევარფინალში გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. ხმაურს პროტესტი - რამდენიმე კონკურსანტმა და ჟიურის წევრმა სილამაზის კონკურსი დატოვა.

ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე, გენერალურ რეპეტიციამდე კონკურსის მონაწილეებს შორის არ გამოჩენილა ნატალია მაჭარაშვილი. ჟიური კონკურსანტს ნახევარფინალზე ელოდება, სადაც ნატალიას, კონკურსის ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმით მოუწევს წარდგომა.