loader

მოდის მსოფლიო მეგაპოლისების შემდეგ თბილისში - 5-9 ნოემბერს Mercedes Benz Fashion week Tbilisi 2015 გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოდის მსოფლიო მეგაპოლისების შემდეგ თბილისში - 5-9 ნოემბერს Mercedes Benz Fashion week Tbilisi 2015 გაიმართება

ბერლინი, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, სტამბოლი - უკვე 20 წელია Mercedes Benz Fashion week-ი მოდის ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა. მალე მოდის მსოფლიო მეგაპოლისებს თბილისიც შეემატება - 5-9 ნოემბერს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს, Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს.

მოდა და ძვირფასი ავტომობილები - Mercedes Benz Fashion week Tbilisi 2015-ში 21 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე დიზაინერები და ბლოგერები დაესწრებიან. ღონისძიება მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებებით გაშუქდება. კვირეულის ოფიციალური მედიაპარტნიორი კი ჟურნალი "ბომონდია".