loader

"ეს კაცი გააგდეს ქვეყნიდან და ვითომ არაფერი..." - რას საყვედურობს მიხეილ სააკაშვილი "თბილისელ ინტელექტუალებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს კაცი გააგდეს ქვეყნიდან და ვითომ არაფერი..." - რას საყვედურობს მიხეილ სააკაშვილი "თბილისელ ინტელექტუალებს"

"აი, ეს კაცი გააგდეს ქვეყნიდან და ვითომ არაფერი..." - ამ კომენტარით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოს, რომელზეც ასახულია, როგორ აბარებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე კაბინეტს ახალ ხელმძღვანელს - არჩილ ხაბაძეს.

"თბილისელ ინტელექტუალებსაც, რომლებსაც ასე უყვართ ლევანის აშენებულ ბათუმში გართობა, არც ერთ თავის მრავალრიცხოვან პოსტში არც ერთხელ არ უხსენებიათ ეს კაცი და არც მისი დევნილობის მიზეზებზე დაუსვამთ კითხვა" - წერს ყოფილი პრეზიდენტი პოსტში.

ლევან ვარშალომიძემ აჭარა ახალ მთავრობას 2012 წლის 30 ოქტომბერს გადააბარა.