loader

ბათუმში ნაპოვნი ჩვილის ცხედარი ძველ ლაბორატორიაში ინახებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ნაპოვნი ჩვილის ცხედარი ძველ ლაბორატორიაში ინახებოდა

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმის ყოფილ პროზექტურასთან ნაპოვნი ჩვილის ცხედარი ადგილზე წლების წინ განთავსებულ ლაბორატორიაში ინახებოდა და სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა. ამ ვერსიას ადგილზე მომუშავე სამართალდამცველები განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ჩვილის ცხედარი, რომელიც დიდი ზომის ქილაში იყო მოთავსებული, ბათუმში, გრიბოედობის ქუჩაზე, ყოფილი პროზექტურის შენობასთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით, წლების წინ პროზექტურაში ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა. ქილაში მოთავსებული ჩვილის ცხედარი ყოფილი პროზექტურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბავშვებმა აღმოაჩინეს.