loader

ივანიშვილმა ურთმელიძის დედას გამოსტაცა ნაჯახი და დაჩეხა საქართველოს კონსტიტუცია - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილმა ურთმელიძის დედას გამოსტაცა ნაჯახი და დაჩეხა საქართველოს კონსტიტუცია - თამარ ჩერგოლეიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ურთმელიძის დედას გამოსტაცა ხელიდან ნაჯახი და ამ ნაჯახით დაჩეხა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი, - ამ განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე,  რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ივანიშვილმა გაწირა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი, საქმე
სცდება "რუსთავი 2"-ის ფარგლებს და ეს არის კონსტიტუციური წესრიგის ფეხქვეშ გათელვა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა მოუწოდა უმრავლესობაში იმ ადამიანებს, ვისთვისაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი მნიშვნელოვანია, გონს მოეგონ და "ის კაცი გააჩერონ" ან დატოვონ კოალიცია.

იხილეთ ასევე: მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა - ვინ დაინიშნა "რუსთავი 2"-ის მმართველად

მომავალში მთელ რესურსს დავხარჯავ იმისთვის, რომ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თვითონ აირჩიეთ - ყარამანიშვილი ურთმელიძეს

მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით - ნიკა გვარამია