loader

ილჰამ ალიევმა პატრიარქს საჩუქრად ხალიჩა გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილჰამ ალიევმა პატრიარქს საჩუქრად ხალიჩა გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის საკითხები დააყენა.

თავის საპასუხო სიტყვაში ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ კიდევ ერთხელ ჰქონდა საშუალება პატრიარქთან შეხვედრის. ილჰამ ალიევმა საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში წამოსვლამდე იგი იხსენებდა ბაქოში უწმინდესთან შეხვედრებს, მათ საუბრებს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ძალიან პატივს სცემენ უწმინდესს და იგი უყვართ.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პატრიარქს საჩუქრად რამდენიმე მეტრის სიგრძის ხალიჩა გადასცა.