X
პრემიერი და ექს პრემიერი საგურამოში თადეოზ გურამიშვილის აღდგენილი მარნის გახსნაზე
20:22 / 08-11-2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგურამოში თადეოზ გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობამ" განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

პროექტისთვის კომპანია "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება. კომპანიამ უკვე გააშენა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღჭურვა თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით.
თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარნის გახსნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა