loader

როგორ ამზადებენ მასწავლებლებს, რომლებიც სმენადაქვეითებულ და უსინათლო ბავშვებს ასწავლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ამზადებენ მასწავლებლებს, რომლებიც სმენადაქვეითებულ და უსინათლო ბავშვებს ასწავლიან

203-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები წერა-კითხვასთან ერთად ჟესტების ენასაც ეუფლებიან. მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს მონდომებით ასრულებენ და ხშირად არამარტო ჟესტებით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების კლასში 5 მოსწავლეა. პატარების აღზრდაზე სპეციალური მასწავლებელი ზრუნავს.

პროექტს, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების და პროფესიული სტუდენტების მასწავლებელთა მომზადებას გულისხმობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლების, მათი პედაგოგებისა და ჟესტური ენის თარჯიმნების, არამედ უსინათლოთა მასწავლებლებისა და ტრენერების გადამზადებასაც ითვალისწინებს.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, ბექა მშვილდაძე