loader

"ჩემი დანაზოგით კიდევ 6 თვეს გავძლებ" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი დანაზოგით კიდევ 6 თვეს გავძლებ" - მიხეილ სააკაშვილი

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ამჟამად იმ თანხით ცხოვრობს, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტში მუშაობისას დააგროვა. მაშინ მისი წლიური შემოსავალი 200 ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინულ ტელეარხს, "112"-ს განუცხადა.

"ჩემი დანაზოგით ვცხოვრობ. პირდაპირ გეტყვით, კიდევ 6 თვეს გავძლებ ამ დანაზოგით. მე მაქვს ჩემი ამერიკული ინსტიტუტი, ახალი ლიდერების ინსტიტუტი, სადაც თითქმის 200 000 დოლარს ვიღებდი წელიწადში. როდესაც აქ ჩამოვედი, ძალიან მინდოდა ამ თანხის კვლავ მიღება, მაგრამ ამიხსნეს, რომ ეს შეუძლებელი იყო" - აღნიშნა სააკაშვილმა.