loader

ეს არ არის ქოთანი... ლია ბაგრატიონის ექსპოზიცია იმას დაგანახებთ, რაც სინამდვილეში ქოთანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს არ არის ქოთანი... ლია ბაგრატიონის ექსპოზიცია იმას დაგანახებთ, რაც სინამდვილეში ქოთანია

"თიხის არტისტის", ლია ბაგრატიონის ახალი ექსპოზიციის მთავარი თემა თიხის ჭურჭელი და მის შიგნით არსებული სიცარიელეა, შთაგონებული ლაო-ძის კონცეფციით, თიხის ქოთანში არსებული სიცარიელის შესახებ. პროექტის ნაწილია "შეშლილი ჩაის სმა", რომელიც წყლის ზემოქმედებით გამოუწვავი თიხის ჭურჭლის გარდასახვას ასახავს.

ექსპოზიცია, თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "არტ-ისტერიუმის" ფარგლებში, "არტარეაში" 9 ნოემბრიდან ორი კვირის მანძილზე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება წარმოდგენილი. გამოფენის კურატორი ნესტან აბდუშელიშვილია.

ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი შეყილაძე