loader

მორიგი ცვლილება "ჩემი ცოლის დაქალებში": "ყირმისას" როლი ახალმა მსახიობმა მოირგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი ცვლილება "ჩემი ცოლის დაქალებში": "ყირმისას" როლი ახალმა მსახიობმა მოირგო

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი მაყურებლისთვის ბევრი ცნობილი გმირის გარეშე გრძელდება, ხოლო რამდენიმე გმირს კი, რომლებიც ინარჩუნებენ პოზიციებს, სხვა მსახიობები ასახიერებენ.

უკვე დადასტურებით ცნობილია, რომ სერიალში აღარ მონაწილეობენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი. სერიალის ხაზი, ძირითადად, ცოტნე ცოტაშვილსა და მის ახალ პროფესიას მისდევს. ერთ-ერთი ბოლო სერიის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ "დაქალებში" მორიგი "საკადრო ცვლილებებია". ახლა ცნობილ სერიალში "ყირმისას" პერსონაჟს, დათუნა გოცირიძის ნაცვლად, სხვა მსახიობი, რატი ბაქრაძე განასახიერებს.