loader

"მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება" - "რუსთავი 2"-ის მართვა ზაალ უდუმაშვილს გადაებარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება" - "რუსთავი 2"-ის მართვა ზაალ უდუმაშვილს გადაებარა

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები თავიანთ უფლებამოსილებას ზაალ უდუმაშვილს გადასცემენ. სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

"მე ორი დღის წინ შევხვდი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს. ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებულნი, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება. დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ და მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს. მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია", - აღნიშნა დავით დვალმა.

ასევე იხილეთ: ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს